Wordpress Themes

საიტი მუშაობას სექტემბრიდან განაახლებს




პირლო წასვლას არ აპირებს

ავტორი: robinho | თარიღი: 11 ივნ 2008 | კატეგორია: საფეხბურთო ევროპა

იტალიის საფეხბურთო ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო, მიუხედავად მის მიმართ რამდენიმე კლუბის მხრიდან არსებული ინტერესისა, “მილანის” დატოვებას არ აპირებს.
ამის შესახებ, ბრიტანული სპორტული ინტერნეტ-გამოცემა Sky Sports-ი იუწყება.
“მილანში” თავს კარგად ვგრძნობ. ორი წლის წინ სხვა ვითარება იყო, რადგან შესაძლოა, სერია ბ-ში დავექვეითებინეთ და მაშინ, ალბათ, წავიდოდი. თუმცა, ახლა ყველაფერი ნორმალურადაა და სხვა გუნდში გადასვლის აზრს ვერ ვხედავ”, - განაცხადა პირლომ.
პირლო “მილანში” 2001 წლიდან გამოდის და გუნდის რიგებში ჩატარებულ 208 მატჩში, მეტოქის კარში 30 გოლი გაიტანა.

დაცვასაც მიხედეთ, მუსიე დომენეკ!

ავტორი: admin | თარიღი: 07 ივნ 2008 | კატეგორია: საფეხბურთო ევროპა

ოჰ, ეს ყბადაღებული “სიკვდილის ჯგუფი” და უკვე მერამდენედ საფრანგეთი - იტალია, ამათ დაუმატეთ არანაკლებ ძლიერი ჰოლანდია და საკმაოდ ბრძოლისუნარიანი რუმინეთი…
ვფიქობთ, კომენტარი მართლაც ზედმეტია, მაგრამ დღეს ჩვენი წერილის მიზანი არა ჯგუფის შეფასება, არამედ ერთ-ერთის, საფრანგეთის ნაკრების წარმოდგენა გახლავთ და შევეცდებით, “ლურჯების” პლუს-მინუსებზე ამომწურავად თუ ვერა, შეძლებისდაგვარად მაინც გესაუბროთ. მაშ ასე: საფრანგეთის ეროვნული ნაკრები, მსოფლიოს 1998 წლისა და ევროპის ორგზის (1984, 2000) ჩემპიონი, საფრანგეთი, წარსულის უამრავი ვარსკვლავით (ჟიუსტ ფონტენი, რაიმონ კოპა, მიშელ პლატინი, ჟან ტიგანა, მანუელ ამორო, ლუის ფერნანდესი, ალენ ჟირესი, ჟოელ ბატსი, ერიკ კანტონა, ჟან-პიერ პაპენი, ლორან ბლანი, მარსელ დესაი, დიდიე დეშანი, იური ჯორკაეფი, ზინედინ ზიდანი) და საფრანგეთი, თანამედროვე ვარსკვლავთკრებულით (ლილიან ტურამი, პატრიკ ვიეირა, კლოდ მაკელელე, ფრანკ რიბერი, ტიერი ანრი).
სრულად ნახვა »

რისთვის მიდის ჰოლანდია ევროზე?

ავტორი: admin | თარიღი: 07 ივნ 2008 | კატეგორია: საფეხბურთო ევროპა

holland_flag.gif“ნარინჯისფერებმა” შესარჩევი ეტაპი არცთუ დამაჯერებლად ჩაატარეს და რუმინეთი, რომელსაც ისინი ჩამორჩნენ, კვლავ მათთან ერთად არის ჯგუფში. ორი დანარჩენი ნაკრები კი, მოგეხსენებათ, იტალია და საფრანგეთი არიან. ასე რომ, ჰოლანდიას გვარიანი ოფლისღვრა მოუწევს, რათა მერვედფინალში მოხვდეს. საუბრები იმაზე, რომ ჰოლანდია მხოლოდ შემტევ და ლაღ ფეხბურთს თამაშობს, მუდამ თავდასხმაზე ორიენტირებული ტაქტიკით, აქტუალური აღარ არის. მარკო ვან ბასტენი აქცენტს თამაშის უფრო დაცვიდან წარმართვაზე აკეთებს. “ნარინჯისფერთა” ტაქტიკა, როგორც წესი, 4-2-3-1 არის. ერთ გამოკვეთილ ცენტრფორვარდს ცოტა უკან მყოფი რაფაელ ვან დერ ვაარტი და ორი შემტევი ფლანგელი ეხმარება. ვაბ ბასტენი, რომელიც ისეთივე კარგი მწვრთნელი ჯერ მაინც არ არის, როგორი ფეხბურთელიც იყო, პრინციპულობით გამოირჩევა. იმ ოთხი წლის განმავლობაში, რაც ნაკრებს თავკაცობს, მას ბევრი კრიტიკოსი გაუჩნდა და რამდენიმე ფეხბურთელთან კონფლიქტიც მოუვიდა. თუმცა ვან ბასტენი ჯიუტი და შეუვალია, იგი დათმობებზე არასდროს მიდის და ყურს არავის უგდებს, მაინც იმას აკეთებს, რაც სურს.
სრულად ნახვა »

დანაშაული და სასჯელი

ავტორი: admin | თარიღი: 07 ივნ 2008 | კატეგორია: საფეხბურთო ევროპა

საქმე აქეთკენ რომ მიდიოდა, დაახლოებით თვენახევრის წინ გვეწერა. “პორტუს” კეთილსინდისიერებაში პორტუგალიური ფეხბურთის მესვეურებმა და სამართალდამცავებმა ეჭვი შეიტანეს, დანარჩენი კი ტექნიკისა და გამოძიების საქმე იყო. აი, ვერდიქტიც: მას შემდეგ, რაც შეისწავლა პორტუგალიის ჩემპიონატის მატჩებში მსაჯთა მოსყიდვის საქმე, უეფას კონტროლისა და სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვიტა, მოკვეთოს “პორტუ” 2008-2009 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან. პორტუელთა ერთადერთი კომენტარი ის არის, რომ კლუბი დაუყოვნებლივ გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას.უეფასეული გადაწყვეტილება კი პორტუგალიის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ვერდიქტს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც 2003-2004 წლების სეზონში ორი გარიგებული მატჩისთვის “პორტუ” 150 ათასი ევროთი დაჯარიმდა და აწ გასრულებულ სეზონში 6 ქულაც ჩამოეჭრა.
სრულად ნახვა »

მეგობრობა ლივერპულში გავაგრძელოთ

ავტორი: admin | თარიღი: 04 ივნ 2008 | კატეგორია: საფეხბურთო ევროპა

“ლივერპულის” კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა ინგლისის ნაკრებში თანაგუნდელ გარეთ ბერის მის კლუბში გადასვლა შესთავაზა. “ენფილდის” ვარსკვლავმა თქვა:
“მე და გარეთი, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა, დიდი მეგობრები ვართ და ძალიან მინდა, კლუბშიც ერთად ვთამაშობდეთ”.
რასაკვირველია, “ასტონ ვილას” შეფ მარტინ ონილს ჯერარდის ეს ნათქვამი გააღიზიანებდა. მან აქამდეც დაიჩივლა, “ლივერპული” ჩემს კაპიტანს რაღაც ცუდად უტრიალებსო, ახლა კი ყველაფერი აშკარა გახდა.
ჯერარდი: “რასაკვირველია, გარეთს “ვილას” მიტოვება გაუჭირდება. ბოლოს და ბოლოს, 10 წელიწადია, ამ გუნდში თამაშობს, მაგრამ მეორე მხრივ, ბერი უკვე 27 წლისაა და ჩემპიონთა ლიგის ფეხბურთი სჭირდება. მოკლედ, ცხოვრება ხანდახან პირობების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.
სრულად ნახვა »

არის ჟოზე ინტერში!

ავტორი: admin | თარიღი: 04 ივნ 2008 | კატეგორია: საფეხბურთო ევროპა

პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მაურინიო იტალიის ბოლო სამი ჩემპიონატის გამარჯვებული მილანის “ინტერის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ხელშეკრულება სამი წლით დაიდო.
როგორც იქნა, “ნერაძურის” თავი მოეძებნა. 2007 წლის შემოდგომაზე, ჩემპიონთა ლიგაში ნორვეგიულ “რუსენბორგთან” 1:1-ის მერე, “მაუ” შემოქმედებით შვებულებაში იყო, მაგრამ მისი უქმობა გუშინ დასრულდა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პორტუგალიელისა და მილანური კლუბის თანამშრომლობა სამი წლით განისაზღვრება, ხოლო გარიგების ფინანსური მხარე ოფიციალურად არ გახმაურებულა, თუმცა, ამისთვის იტალიელი ჟურნალისტები არსებობენ. აპენინებზე შეუძლებელია რამენაირი ინფორმაციის დამალვა, რომელიც ფეხბურთთანაა დაკავშირებული.
სრულად ნახვა »

ძამბროტა შავ-წითელია

ავტორი: admin | თარიღი: 04 ივნ 2008 | კატეგორია: საფეხბურთო ევროპა

ჯანლუკა ძამბროტა “მილანის” ფეხბურთელია. “ბარსელონაში” გატარებული არცთუ წარმატებული პერიოდის მერე, 31 წლის მცველი სამშობლოში ბრუნდება. იტალიური პრესის ცნობით, “როსონერის” ექსვიუვენტუსელი 10-11 მილიონი ევრო დაუჯდა. ძამბროტამ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში დაახლოებით 4,5 მილიონ ევროს მიიღებს.
“ჯანლუკას ყოველდღე ველაპარაკებოდით, რადგან ძალიან გვინდოდა მისი ყიდვა და საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. მისი შეძენა ათი წლის წინაც შეგვეძლო და 2006 წელსაც, მაგრამ… 1998 წელს ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, როცა “ბარის” პრეზიდენტმა ვინჩენცო მატარეზემ გვითხრა, “იუვენტუსიც” იმდენივეს იხდისო. ჩვენ პარალელურად სერჟინიოსთან ვმართავდით მოლაპარაკებას და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, ჯანლუკა ტურინელებისთვის დაგვეტოვებინა. ასეა თუ ისე, ახლა ძამბროტა ჩვენთანაა და ძალიან გვიხარია. მას ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია და ბრწყინვალე ფეხბურთელი რომაა, თავადაც კარგად იცით” - თქვა “მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ.
სრულად ნახვა »

ფასდაკლება ლივერპულში

ავტორი: admin | თარიღი: 04 ივნ 2008 | კატეგორია: საფეხბურთო ევროპა

“ლივერპული” პიტერ კრაუჩში 15 მილიონ გირვანქას ითხოვდა, მაგრამ საბოლოოდ, უკან დაიხია და ფასი დააკლო. შედეგად, ინგლისის ნაკრების ფორვარდს “პორტსმუთისკენ” გზა ეხსნება. “პორტსმუთმა” მერსისაიდელებს თავიდან 7 მილიონი შესთავაზა, მაგრამ უარით გამოისტუმრეს, ახლა კი, როდესაც “ლივერპული” ვაჭრობაში აყვა, შესაძლოა, საქმე 10 მილიონად მოგვარდეს. და თუ გარიგება შედგება, “ფრეტონ პარკზე” პიტერ კრაუჩისა და ჯარმეინ დეფოს მეტად საინტერესო წყვილს ვიხილავთ.
27 წლის კრაუჩმა ჯერ კიდევ შარშან დაიწყო “ლივერპულიდან” წასვლაზე ლაპარაკი, რადგან ხვდებოდა, რომ ამ გუნდის ძირითადში მოხვედრა გაუჭირდებოდა, სათამაშო პრაქტიკის გარეშე კი ნაკრებშიც დაკარგავდა ადგილს. მისდა სამწუხაროდ, მერსისაიდელებმა მაშინ დათქმულ ფასს პენიც არ დააკლეს, რის გამოც კრაუჩს “ენფილდ როუდზე” მთელი სეზონის ფერნანდო ტორესის შემცვლელად გატარება მოუხდა.
სრულად ნახვა »

ზესტაფონმა ტრიბუნიდან დაიწყო

ავტორი: admin | თარიღი: 04 ივნ 2008 | კატეგორია: ქართული ფეხბურთი

zestafoni.gif

წლეულს საქართველოს თასს “ზესტაფონი” დაეუფლა და უეფას თასის საგზურიც ერგო. იმერლებს უეფას სტანდარტების სტადიონი არ აქვთ, ამიტომ რამდენიმე თვის წინ განუცხადეს უეფას, რომ მეტოქეს თბილისურ “მიხეილ მესხზე” უმასპინძლებდნენ, თუმც მერე კლუბის ხელმძღვანელებმა უეფას თხოვნით მიმართეს, რომ გამონაკლისი დაუშვან, თუ, რა თქმა უნდა, სტადიონს მოაწესრიგებენ. ათიოდ დღის წინ სფფ-ის ლიცენზირების მენეჯერმა ბაქარ ჟორდანიამ მოინახულა ზესტაფონის სტადიონი. მისი თქმით, პრობლემების მოგვარება შესაძლებელია, რაც ეცნობა კიდეც უეფას. როგორც ჟორდანია ამბობს, შესაძლოა, უეფამ გამონაკლისი დაუშვას და ზესტაფონელებიც საქმეს შეუდგნენ - ხის სკამები უკვე აყრილია და რამდენიმე დღეში აქტიური სამუშაო პროცესი დაიწყება.
სრულად ნახვა »

ზურაბ ხიზანიშვილი ბლექბერნიდან არ მიდის

ავტორი: admin | თარიღი: 04 ივნ 2008 | კატეგორია: ქართული ფეხბურთი

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური “ბლექბერნის” მცველი ზურაბ ხიზანიშვილი კლუბის შეცვლას არ აპირებს და ბრიტანულ გამოცემებთან საუბარში აცხადებს, რომ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაბრუნებლად ძალას არ დაიშურებს…
“შვებულების პერიოდში კარგად დავისვენებ, რათა შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის ვიბრძოლო. სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შემიძლია, რაც შეუძლებელია, მწვრთნელს ყურადღების მიღმა დარჩეს და იმედია, შანსი მექნება” - თქვა 26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც “ბლექბერნში” 2005 წელს გადავიდა და კონტრაქტი 2011 წლამდე აქვს.

გაზეთი სარბიელი

შემდეგი გვერდი »